пятница, 26 сентября 2008 г.

პროექტის სახელი: ”ჩემი საცხოვრებელი ადგილი”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს, რითაც მოხდება სხვადასხვა უბნის (საცხოვრებელი ადგილის) შედარება, მათი თავისებურებების გამოკვეთა.
პროექტის სრული აღწერა: საცხოვრებელი ადგილის აღწერა - ეს არის ჩვეულებების, ტრადიციების, რწმენის შესწავლისა და გაგების გზა. მოსწავლეები გაიზიარებენ სხვადასხვა უბნის კულტურას, თავისებურებებს, მოხდება მათი საცხოვრებელი ადგილის შედარება. გადაუღებენ სურათებს ,მონიშნავენ www.panoramio.com-ზე, დახატავენ და ინფორმაციას განათავსებენ ონ-ლაინში. იღებენ ინტერვიუს უბანში მცხოვრებ უხუცესი ადამიანისაგან. მოსწავლეები გამოიკვლევენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორიას, რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას აწმყოსათვის.
მონაწილეთა ასაკი: 5-11,12-14,15-18
ვადები: სასწავლო წლის განმავლობაში ნებისმიერი 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილ პრობლემებთან მიმართებაში, ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღების მეთოდით და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება, რაც არის სწავლების ის მეთოდი, როდესაც ხდება წინასწარ მომზადება, მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემის გადასაჭრელი გზის/გზების ძიება.
მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ფასეულობების გაძლიერება. მოსწავლეები ისწავლიან ადგილის ისტორიას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, წერილები, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. შესაძლოა ნახატების, სურათების ალბომის, ჟურნალის ან ვებ-ბლოგის შექმნა.
სარგებელი სხვებისთვის: ახალგაზრდები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორიას, მოხდება კულტურათა ფასეულობების შედარება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ქართული. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი, გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა, ისწავლიან საკუთარი და უცხო კულტურის დაფასებას, ერთმანეთის მოსმენას... ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით. მშობლიური კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასებასა და პატივისცემას.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
თბილისი
1. პირველი საჯ. სკოლა - ნ. ნოზაძე
2. 52-ე საჯ. სკოლა - ს. მამაჯანაშვილი, ე. ფირცხალავა
3. 144-ე საჯ. სკოლა - ნ. ხაჭაპურიძე
4. 120-ე საჯ. სკოლა - მ. ლაშაური

რუსთვი
1. 23-ე საჯ. სკოლა - ნ. ჭინჭარაშვილი

გორი
1. მე-3 საჯ. სკოლა - ქ. ქამუშაძე (პროექტი)
2. მე-10 საჯ. სკოლა - ც. ბუჯიაშვილი
3. მე-11 საჯ. სკოლა - ი. კურტანიძე
4. ზერტის საჯ. სკოლა - მარიამ ხუციშვილი
5. ხელთუბნის საჯარო სკოლა - თ. მელაძე, ე. მარღიშვილი


პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ხათუნა ქუმელაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: kumelashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1e9db695
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http:// chemiadgili.blogspot.com/